in

ვიდეო: სლოვანი ქართველების პასებით იგებს – ლეგიონერები

სერია ა-ში ლუკა ლოჩოშვილის ბოლო დროს მოფერიანებული “კრემონეზე” “უდინეზეს” ესტუმრა და 0:3 წააგო. ლოჩოშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ფორმაში შევიდა და გოლიც გაიტანა, მთავარმა მწვრთნელმა მაინც თადარიგში დატოვა.

ოთარ კიტეიშვილის „შტურმი“ შინ „ზალცბურგს“ შეხვდა და მთელი სეზონის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში 0:2 დამარცხდა.
კიტე სათადარიგოებში იყო და მეორე ტაიმში შეტევის გასაძლიერებლად შეუშვეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ლიდერი „ზალცბურგი“ „შტურმს“ 5 ქულიტ უსწრებს.
კიტეიშვილის გუნდი ვიცე-ჩემპიონობით ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ვაკო ყაზაიშვილმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გოლი გაიტანა და „ულსან ჰიუნდაი“ წაგებისგან იხსნა. ვაკომ გოლი 90+1-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მისი გუნდი 1:2-ს აგებდა. ყაზაიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

ავსტრალიაში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ საკუთარ მოედანზე ერთ-ერთ ლიდერს, „ცენტრალ ქოუსთ მარინერსს“ უმასპინძლა (1:3). ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე გოლი მისი პასით გავიდა.

ბუდუ ზივზივაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც „დარმშტადტს“ შეხვდა და 1:2 დამარცხდა.ქართველი ფორვარდი 61-ე წუთზე გაიყვანეს. ჩვენიანმა გოლში წვლილი შეიტანა. მე-11 წუთზე, ზივზივაძისგან შეწუხებულმა ნახევარმცველმა ბურთი დაკარგა, შეტევა კი შლოისენერმა გოლით დააგვირგვინა.

გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ჩემპიონატში ტრადიციულ კონკურენტს, კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდა – 1:1. საქართველოს ნაკრების მცველი ზედიზედ მესამედ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა და 76-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ მისთვის უცხო პოზიციაზე ითამაშა – საყრდენ ნახევარმცველად.
22 ტურის შემდეგ „შახტარი“ 53 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

პოლონეთში ოთარ კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა “კრაკოვიას” რიგებში სტუმრად “ლეხიასთან” 2:1 მოგებულ მატჩში.

სლოვაკეთში უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო ქართველების “სლოვანმა” – გასვლაზე 4:2 “ჟილინასთან”. სამივე ჩვენიანი ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ (90+1 წუთზე შეცვალეს) და კაშიამ (სრული მატჩი) საგოლე პასები მიითვალეს. კანკავამაც (სრული მატჩი) ჩვეულად ითამაშა . ჩაკვეტაძისთვის ეს მე-3 შედეგიანი პასია, ხოლო კაშიასთვის – პირველი. ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, როდესაც პირისპირ გასულმა მეკარე მოატყუა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
„სლოვანი“ 60 ქულით მე-2 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

როგორ შეაფასეს კვარა ბებერ ქალბატონთან

ჩელსის ხვიჩა უნდა ოსიმენთან ერთად