in

ვიდეო: საქართველო აქტიურად ემზადება, ვარჯიშები ძლიერდება – ამერიკელები ჯერ უკონტაქტოდ არიან

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მე-3 დღეა, იტალიაში, ქალაქ ტრევიზოში იმყოფება და სერბი სპეციალისტის, ალეკსანდარ ჯიკიჩის ხელმძღვანელობით პარიზის ოლიმპიადის საკალათბურთო ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე საკალათბურთო ტურნირის 4 საგზური საკვალიფიკაციო ტურნირებით თამაშდება და საქართველოს ნაკრებს აქვს შანსი, წარმატების შემთხვევაში ოლიმპიადაზე გავიდეს. საკვალიფიკაციო ტურნირი, რომელშიც ჩვენი ნაკრებია, ლატვიის დედაქალაქ რიგაში 2 დან 7 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 6 ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები (სამივე A ჯგუფი), ბრაზილია, მონტენეგრო და კამერუნი (B ჯგუფი) ერთი საგზურისთვის იბრძოლებენ.

საქართველოს ნაკრებმა მზადების პირველი ნაწილი თბილისში – 1-დან 9 ივნისის ჩათვლით გაიარა, სადაც 20-ამდე კალათბურთელმა ივარჯიშა და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, იტალიაში 15 მათგანი გაემგზავრა. ნაკრების 3 მოთამაშე – თორნიკე შენგელია, სანდრო მამუკელაშვილი და ჯო ტომასონი ეროვნულ გუნდს ტრევიზოში შეუერთდებიან. მოგეხსენებათ, შენგელია და ტომასონი თავიანთ კლუბებში შესაბამისად იტალიისა და ისრაელის ჩემპიონობისთვის იბრძვიან. ტრევიზოში ჩავა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც კლუბ „მონაკოში“ საფრანგეთის ჩემპიონობამდე 1 მოგება აკლია.

ტრევიზოში შეკრება აქტიურად მიმდინარეობს, მწვრთნელები ნელ-ნელა აძლიერებენ დატვირთვებს. მოთამაშეებს როგორც ფიზიკური, ისე ტაქტიკური ვარჯიშები აქვთ. ნაკრებთანაა გასულ სეზონში „ორლანდო მეჯიქში“ მყოფი გოგა ბითაძე, რომელსაც ნბა-ს რეგულაციებით მზადების პროცესში აქტიური მონაწილეობა 18 ივნისამდე არ შეუძლია და ის ნაკრებში მხოლოდ უკონტაქტო ვარჯიშებში იღებს მონაწილეობას. ნაკრებს 13 ივნისს, საღამოს სანდრო მამუკელაშვილი შეუერთდება, რომელიც ბითაძის მსგავსად 18 ივნისამდე ვარჯიშებში აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებს.

საქართველოს ნაკრები იტალიაში 23 ივნისამდე დარჩება. სწორედ ამ დღეს, ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდი ქალაქ ტრენტოში იტალიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე ძვირიანები ევრო 2024-ზე: ფეხბურთელებისა და გუნდების რეიტინგი – ხვიჩას გამო ბოლო არ ვართ, ლორია კი…

ვიდეო/ფოტო: საქართველოს ღია ვარჯიში გერმანიაში