in

ვიდეო: საფრანგეთში ისევ ჩხუბობენ – ანჟერის და მარსელის ფანებმა ერთმანეთს სცემეს

საფრანგეთში საინტერესო და კარგი საფეხბურთო მატჩები მიმდინარე სეზონში მაინცდამაინც ხშირი არ არის, სამაგიეროდ კარგ “მამაპაპურ” ჩხუბს ხშირად ვხედავთ. ამჯერად, ვითარება “ანჟერისა” და “მარსელის” მატჩში დაიძაბა. ლიგა 1-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ეს ორი გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს და უსახური მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

ვიდეო: საფრანგეთში ფანები ისევ შევარდნენ მოედანზე და ჩხუბი და აყალმაყალი ატეხეს

არეულობა მატჩის დასრულების შემდგომ დაიწყო. შედეგით უკმაყოფილო “მარსელის” ფანებმა მასპინძელი გუნდის ქომაგების მიმართულებით მაშხალების სროლა დაიწყეს. მოგვიანებით კი, მარსელელები მოედანზე შეიჭრნენ, მოწინააღმდეგე გუნდის ფანების სექტორისკენ გაემართნენ და მასობრივი ჩხუბი პირდაპირ მოედანზე დაიწყო.

სიმშვიდისკენ დიქტორის მოწოდება უშედეგო აღმოჩნდა, სტიუარდები კი კარგა ხნის განმავლობაში ამაოდ ცდილობდნენ მოჩხუბარი ფანების გაშველებას. დაპირისპირების შედეგად სტადიონის აღჭურვილობა დაზიანდა. 

მანამდე, ლიგა 1-ში ფანების აგრესიული ქმედებების გამო ვერ მოხერხდა მე-3 ტურის შეხვედრის დასრულება, რომელშიც “ნიცა” და “მარსელი” თამაშობდნენ. იქ კონფლიქტი მასპინძელთა გულშემატკივრებსა და “მარსელის” ფეხბურთელებს შორის მოხდა. 

კიდევ ერთი მსგავსი ფაქტი “ლანსი”-“ლილის” დაპირისპირებაში, შესვენების დროს მოხდა. მასპინძელი და სტუმარი ფანების ჩხუბის აღკვეთა მხოლოდ პოლიციის ძალისხმევით მოხერხდა.

https://www.youtube.com/watch?v=RDE_c1Xy1UE

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვალენსიამ წლის აბსურდული გოლი გაუშვა: მეორე გოლი სევილიას მამარდაშვილმა აჩუქა – Marca

ტოჩინოშინის მეექვსე გამარჯვება აკი ბაშოზე