საქართველოს ნაკრებისა და “მილუოკი ბაქსის” კალათბურთელმა სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა.
“ვისკონსინ ჰერდმა” (“მილუოკის” სარეზერვო გუნდი) “სითი ბულსი” 113:109 დაამარცხა. სანდრომ პარკეტზე 27 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 24 ქულა, 10 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
“მამუ” ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს. “ვისკონსინ ჰერდი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings