სასწაული:
ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში ყველა დროის რეკორდი მოხსნა. რაშია საქმე? სანდრომ 20 წუთზე ნაკლებ დროში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო – 34.
„სან ანტონიომ“ საკუთარ დარბაზში „ნიუ იორკ ნიქსი“ დაამარცხა – 120:105.
ჩვენიანმა 19 წუთი და 27 წამი ითამაშა. ამ დროში34 ქულა, 9 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა გააკეთა. თამაშიდან 14-დან 13 ტყორცნა (93-პროცენტიანი სიზუსტე) და ერთი საჯარიმო ჩააგდო. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 7-დან 7-ვე სამქულიანი ჩააგდო.
ასევე, NBA-ის შეხვედრაში ქართველ კალათბურთელს 34 ქულაზე მეტი არ დაუგროვებია. საუკეთესო მაჩვენებელი ისევ მამუკელაშვილს ჰქონდა – 2022 წლის 10 აპრილს „მილუოკის“ რიგებში „კლივლენდთან“ 28 ქულა აიღო.
NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 30+ქულის დაგროვება 20 წუთზე ნაკლებ დროში მოახერხა:
ჯეილენ ბრაუნი – 33 ქულა
კევინ ლავი – 32 ქულა
კევინ დურანტი 30 ქულა
„სან ანტონიო” 29 მოგებითა და 39 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და მორიგ შეხვედრას 22 მარტს „ფილადელფია 76″-ის წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings