წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” საწყლოსნო კომპლექს “ოლიმპიკში” მსოფლიო წყალბურთის გრანდს, პირეოსის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და 14:13 დაამარცხა. ისტორიული გამარჯვება ჩვენმა გუნდმა სანდრო ადეიშვილის გადამწყვეტი გოლით მოიპოვა.
ტურის დასრულების შემდეგ წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ბოლო ტურის ხუთი საუკეთესო გოლი გამოავლინა, რომელთა შორისაც საუკეთესოდ სანდროს გოლი დასახელდა.
GIPHY App Key not set. Please check settings