კრიშტიანო რონალდო 1985 წლის 5 თებერვალს დაიბადა პორტუგალიის კუნძულ მადეირაზე, ქალაქ ფუნშალში, სადაც იმ დროისათვის მხოლოდ 112 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.
დედა, მარია დოლორეშ დუშ სანტუში მზარეულად მუშაობდა, მამა, ჟოზე დინიშ ავეირუ – მებაღედ. კრიშტიანო ოჯახში მეოთხე შვილი იყო.
2014 წელს რონალდოს კუნძულზე ძეგლი დაუდგეს, მას ასევე ჯილდო მისცეს რეგიონის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებებისთვის. ცოტა ხანში ქანდაკება გამოცვალეს, რადგან პირველი სულაც არ ჰგავდა კრიშტიანოს.
2016 წლის 1 ივლისს მადეირაზე, პირდაპირ სანაპიროზე რონალდოს სასტუმრო გაიხსნა, რომლის სახურავზე აუზია, ჯაკუზი, სატრენაჟორო დარბაზი და მდიდრული ბარი.
ახლა კრიშტიანომ თავის ექაუნთზე მთლიანად კუნძულის რეკლამა გამოაქვეყნა. ლამაზი ვიდეო აჩვენებს, რომ რონალდოს მშობლიურ მხარეში მოგზაურობა ნამდვილად ღირს.
GIPHY App Key not set. Please check settings