გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ იჯარით დაბრუნდა და გულშემატკივრები მას ოვაციებით შეეგებნენ.
„მეცს“ „კლერმონთან“ თასის 1/32-ფინალური საშინაო მატჩი ჰქონდა, რომლის დაწყებამდე მოედანზე მიქაუტაძე გავიდა და ფანები მას ემოციურად შეხვდნენ.
„მეცი“ პენალტების სერიაში 1:3 დამარცხდა (ძირითადი დრო 1:1) და გათამაშებას გამოეთიშა.
რაც შეეხება ჩემპიონატს, „მეცი“ 17 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-14 ადგილზეა, 14 იანვარს „ტულუზას“ უმასპინძლებს და სავარაუდოდ მიქაუტაძეც ითამაშებს.
სხვათა შორის, მიქაუტაძის ფრანგული დახვედრა არც ჰოლანდიელებს გამოჰპარვიათ და ნიდერლანდურ პრესაშიც დაიწერა თუ როგორ შეხვდნენ ჩვენიანს საფრანგეთში.
„მეცს” ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერის გამოსყიდვა ათ მილიონად შეუძლია, რომელიც გასულ ზაფხულს „აიაქსში“ 16 მლნ ევროდ გადავიდა. საქმე ისაა, რომ „აიაქსს“ სწორედ 10 მლნ ევრო აქვს დარჩენილი და თუ ვერ ან არ გადაიხადა, მაშინ მიქაუტაძე ისევ „მეცის“ ფეხბურთელი გახდება.
ანუ რა გამოდის? „მეცმა“ ერთ-რთი საუკეთესო ფეხბურთელიც შეინარჩუნა და ცოტა ფულიც გააკეთა…
GIPHY App Key not set. Please check settings