მაყურებელმა, რომელმაც რაფაელ ნადალს ტრიბუნიდან შუა თითი აჩვენა, თავის საქციელზე ისაუბრა.
„მე ნამდვილად არ ვარ ნადალის თაყვანისმცემელი. ვფიქრობ, ის ძალიან მოსაწყენია, მუდმივად თავის ოკა-რიტუალებს ატარებს (ობსესიურ-კომპულსური აშლილობა). ჩემი ფოტოები მთელ მსოფლიოში გავრცელდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა მოსაწყენია მისი თამაში. თორემ ხალხს მაყურებელი უფრო მეტად რატომ დააინტერესებდა?
დიახ, თავს ცოტა უხერხულადაც ვგრძნობ. ალბათ, ეკრანზე კარგად არ გამოვჩენილვარ, თუმცა რაც მოხდა ვეღარ შეცვლი. ჩემი ქალიშვილი უკმაყოფილო იყო.
მე ნადალს დავუყვირე, რომ თავისი ოკა-რიტუალები დაესრულებინა. მან მე შემომხედა, რის შემდეგაც შუა თითი ვაჩვენე. იმ დღეს მხოლოდ ერთი ჭიქა შამპანური მქონდა დალეული. ალკოჰოლი აფრთიანებს, თუმცა მე მთელი ცხოვრება ასეთი ვარ.
დაცვა კი ძალიან უხეშად მოიქცა. მოვიდნენ და მითხრეს: „დატოვე აქაურობა“. მე ვიკითხე: „რატომ? მე მაყურებელი ვარ და ბილეთისთვის ფული მაქვს გადახდილი. ყვირილი რატომ არ შეიძლება?“ – უთხრა ქალმა გამოცემა Courier Mail–ს.
ნადალმა ამერიკელ მაიკლ მოხს ანგარიშით 6:1.6:4, 6:2 მოუგო.
მომდევნო მატჩს რაფა ბრიტანელ კემერონ ნორისთან ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings