in

ვიდეო: პირველი ვარჯიში ალმერეში – ყველანი ადგილზე არიან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს ნიდერლანდებში ჩაფრენიდან რამდენიმე საათში უცხოეთში მოთამაშე 3 წევრი- გიორგი შერმადინი, ბექა ბურჯანაძე და თად მაკფადენი შემოუერთდა, რომლებმაც საღამოს გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ილიას ზუროსმა ნიდერლანდებში ჩასვლიდან პირველი ვარჯიში იმ დარბაზში გამათა, რომელმაც 23 თებერვალს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს უნდა უმასპინძლოს.

დარბაზი, რომელსაც Topsportcentrum ეწოდება, ამსტერდამთან ახლოს მდებარე ქალაქ ალმერეში მდებარეობს. სასტუმროდან, რომელიც ამსტერდამის იოჰან კრუიფის სახელობის სტადიონთან მდებარეობს და სადაც საქართველოს ნაკრებია დაბინავებული, დარბაზამდე 20 კილომეტრია.

ჩვენი ნაკრების პირველი ვარჯიში 19:00 საათზე დაიწყო და 1 საათზე მეტ ხანს გასტანა. როგორც წესი, მგზავრობის დღეს მწვრთნელებმა მოთამაშეები არ დატვირთეს. ვარჯიში არ იყო კონტაქტური და ძირითადად კომბინაციების დაგეგმვას, სროლებს და რა თქმა უნდა, მოთელვებს დაეთმო.

დარბაზი 3000 მაყურებელს იტევს და როგორც ადგილობრივი კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა თქვეს, ყველა ბილეთი გაყიდულია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რონალდო ოჯახთან ერთად სასტუმროდან სახლში გადავიდა

ხვიჩამ მომენტები გააფუჭა, მაგრამ შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა: ნაპოლიმ ნახევარი საქმე მოითავა