in

ვიდეო: ნოკაუტი ორ წუთში – ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ს მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონია. ლას ვეგასში გამართულ ღონისძიებაზე ქართველმა მებრძოლმა ბრაზილიის სახელით გამომსვლელი ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა.

თოფურიამ მეტოქე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და MMA-ს ჩათვლაში მე-17 ბრძოლა მოიგო. ის გახდა პირველი ქართველი, ვინც UFC-ში უკვე ორ წონაში მოირგო ჩემპიონის ქამარი. ბოლო გამარჯვებას მან სულ რაღაც ორწუთნახევარი აკმარა.

თოფურიამ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და ოლივეირას არანაირი შანსი არ დაუტოვა.

ილიამ ღირსეული მოწინააღმდეგე დაამარცხა. ბრაზილიელი ქართველს ფეხის მტკივნეულ ილეთს უკეთებდა, მაგრამ თოფურია მოხერხებულად დაუსხლტა ამ მდგომარეობას და მალევე მოათავა საქმე!

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ UFC-ს ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონი გახდა. აღნიშნული ტიტული მან ოქტომბერში მაქს ჰოლოვეისთან შეხვედრაში დაიცვა. მიმდინარე წლის თებერვალში ქართველმა განაცხადა, რომ წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა და მსუბუქ დივიზიონში გადადიოდა, სადაც მხოლოდ სატიტულო ბრძოლას ჩაატარებდა.

ილია თოფურია შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 17 შეხვედრის შემდეგ დაუმარცხებელია, ხოლო უშუალოდ ორგანიზაცია UFC-ში ეს მისთვის ზედიზედ მეცხრე გამარჯვება იყო, მან შვიდი შეხვედრა ვადაზე ადრე მოიგო.

შედეგად, 28 წლის ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი დივიზიონის ჩემპიონია. თოფურია ორგანიზაციის ისტორიაში მე-10 სპორტსმენია, რომელმაც მსგავსი რამ შეძლო. აქამდე სხვადასხვა დივიზიონის ქამარი რენდი კუტურმა, ბი ჯეი პენმა, კონორ მაკგრეგორმა, ჯორჯ სენ-პიერმა, დანიელ კორმიემ, ამანდა ნუნეშმა, ჰენრი სეხუდომ , ჯონ ჯონსმა და ალექს პერეირამ მოიპოვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე და ესპანური გრანდი: ქართველი ატლეტიკოს სამიზნეში

დიდი მადლობა საქართველოს: რა თქვა ილიამ ბრძოლის შემდეგ და ახლა რაღა უნდა