in

ვიდეო: ნეიმარს ახალგაზრდა ფანები თავს დაესხნენ – ბრაზილიელი ტრავმას გადაურჩა

ბრაზილიის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელს ნეიმარს ფანები თავს დაესხნენ. ინციდენტი ბრაზილიის ნაკრების მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ მოხდა. ნეიმარს ბრაზილიის ნაკრების ახალგაზრდა ფანები დაესხნენ თავს და კინაღამ ტრავმა მიაღებინეს.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნეიმარი ბრაზილიის ნაკრების ავტობუსიდან ჩამოვიდა და სასტუმროსკენ მიემართებოდა. რამდენიმე ახალგაზრდა გულშემატკივარმა დაცვის ბარიერი გაარღვია და საყვარელ ფეხბურთელთან მიირბინა. ფანებს კუმირთან ჩახუტება სურდათ, მაგრამ ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ვარსკლავს ფეხებში ჩაუვარდნენ. 

ნეიმარმა წონასწორობა გაჭირვებით შეინარჩუნა, თუმცა თავდამსხმელების მიმართ აგრესია არ გამოუმჟღავნებია. მალევე დაცვის თანამშრომლებმა წესრიგის დამრღვევები შემთხვევის ადგილიდან გაარიდეს, ნეიმარმა კი სასტუმროსკენ გზა განაგრძო.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კუმანი ბარსაში რჩება და ბევრი ახალი სახე იქნება

კვარაცხელიას ლიდსში 1 ივლისს ელოდებიან