in

ვიდეო: ნეაპოლში მარადონას ფრესკა გახსნეს – ფანებმა შოკისმომგვრელი პრეზენტაცია მოაწყვეს

ნეაპოლში დიეგო მარადონას ახალი ფრესკა შექმნეს. ეჭვგარეშეა, რომ დიეგო არმანდო მარადონა ნეაპოლელთა გულებში სამუდამოდ დარჩება.

არგენტინელმა კერპმა სამხრეთ იტალიურ ქალაქზე წარუშლელი კვალი დატოვა და მისი გარდაცვალების შემდეგ ფანების სიყვარული კიდევ უფრო გაიზარდა.

გასულ უქმეებზე მარადონას ხსოვნის უკვდავსაყოფად ახალი ფრესკა შეიქმნა. ხელოვნების ნიმუშის პრეზენტაციას უამრავი ადამიანი დაესწრო და შოუ მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა.

ფრესკაზე მარადონას სახეა გამოსახული და ის ხუთსართულიანი სახლის ზომისაა. ნახატი ფრატამაჯორეს მუნიციპალიტეტის შენობაზე განთავსდა. პრეზენტაციის დღეს ფანებმა ფრესკა უზარმაზარი ქაღალდით დაფარეს და ამ ქაღალდზე წარწერაც იყო გაკეთებული:

„ვარსკვლავი ღრუბლების მდელოზე ბრწყინავს. ანგელოზები მღერიან. როგორც ცხოვრებაში, უფრო მეტად როგორც არასდროს, შენი სახელი ცას აზანზარებს“.

დიეგო მარადონა: გენია, რომელსაც სიკვდილი არასოდეს უწერია

ფრესკის პრეზენტაციის შემდეგ მიმდებარე შენობებიდან უწყვეტი აპლოდისმენტები გაისმა და ფანებმა ცეცხლის ალები ააგიზგიზეს. ეს იყო ნამდვილად ზღაპრული შოუ, რომელმაც ინტერნეტი მალევე დაიპყრო.

https://www.youtube.com/watch?v=AEhrJa-WiF4&t=2s

გასული წლის 25 ნოემბრიდან ნეაპოლში მარადონას ღვაწლი ორმაგად დააფასეს. ეს არის ქალაქი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო რუკაზე სწორედ არგენტინელის დამსახურებით მოხვდა. მარადონას გამოსახულებიანი ფრესკები და საფოსტო მარკები რეგიონში ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ხოლო არგენტინელებმა თავისი კერპის საპატივსაცემოდ სან პაოლოს სტადიონს სახელიც შეუცვალეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რეალი vs ლივერპული: პროგნოზი, კომენტარები, კოეფიციენტები

საქართველოს ნაკრები ზაფხულში ნიდერლანდებს შეხვდება: ბელგია არ გამოვიდა