in

ვიდეო: ნაკრებს შენგელია დაემატა – ცოტა განსხვავებული ვარჯიში

18 ივნისს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს დასვენების დღე ჰქონდა. დატვირთული ვარჯიშების შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდის წევრებს განტვირთვის საშუალება მისცა, რის შემდეგაც, 19 ივნისს სტანდარტული, ცოტა განსხვავებული ვარჯიში ჩატარდა.

სხვაობა ის გახლდათ, რომ მეტი დრო დაეთმო კალათბურთის თამაშს – 4-4-ზე და 5-5-ზე.ის კომბინაციები, რაზეც აქამდე მიდიოდა მუშაობა, თამაშის დროს კიდევ უფრო დამუშავდა და დაიხვეწა. განსხვავება იყო მოთამაშეთა რაოდენობაშიც. ნაკრებთან ამ შეკრებაზე პირველად ივარჯიშა გუნდის კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელიც ნაკრებს გუშინწინ, დილას შემოუერთდა.

ტრევიზოში დღეს, დილას ჩამოვიდა ამერიკელი ნატურალიზებული მოთამაშე, ჯო ტომასონი, რომელიც სასტუმროში იმ დროს მივიდა, როცა ნაკრების წევრები ვარჯიშზე გავიდნენ. ტომასონმა დაისვენა და შემდეგ ვარჯიშზე ვარჯიშებში სრულფასოვნად ჩაერთვება.

ერთკვირიანი იტალიური შეკრების შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებული შემადგენლობა 18-დან 15 მოთამაშემდე შეამცირა. თბილისში დილას გამოემგზავრნენ გიორგი ტურძილაძე, გეგი ბაქრაძე და ნიკოლოზ გაფრინდაშვილი. ვერ ივარჯიშა ოთარ ფხაკაძემ, რომელსაც წინა ვარჯიშისას ცხვირი დაუზიანდა და ექიმების დასკვნას ელოდება, გააგრძელოს ვარჯიში თუ თბილისში დაბრუნდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ტრევიზოდან ქალაქ ტრენტოში 21 ივნისს გაემგზავრება, სადაც წვრთნის პროცესს გააგრძელებს და 23 ივნისს ამხანაგურ მატჩში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანია გავიდა: ალბანეთის სენსაცია და შაჩირის ერთადერთობა

შენგელიათი რეალი დაინტერესდა, კიდევ ევროლიგის ჩემპიონი