საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიასთან შეხვედრამდე ბოლო ვარჯიში გამართა.
25 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, გელზენკირხენში, შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მედიის კითხვებს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, ვილი სანიოლთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიამ უპასუხა.
ვინ ითამაშებს და ვინ არა, ჩემი გადასაწყვეტია: ვერ დავიჯერებდი, რომ გასვლის შანსი გვექნებოდა
ხვალ მოსაგებად გავალთ… ხვიჩა კვარაცხელია
ასევე კომენტარი გააკეთეს ნაკრების წევრებმა გიორგი გოჩოლეიშვილმა და ლევან შენგელიამ.
ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა საქართველოს და პორტუგალიის ნაკრებებს შორის 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings