in

ვიდეო: მოსამზადებლები დაიწყეს – გოგამაც კარგად ითამაშა და სანდრომაც

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა” ნიუ ორლეანში სეზონის პირველი მატჩი ჩაატარა „პელიკანსთან“. ბოლო წამებზე გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ – 106:104.

ბითაძემ მოედანზე 10 წუთი დაჰყო და შედეგიანადაც: 9 მოხსნა, 7 ქულა, 2 დაფარება, 1 პასი. 4-დან 3 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან 1 სამქულიანი გამოიყენა.

„ორლანდო“ 10 ოქტომბერს სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიოს“ შეხვდება.

პირველი შეხვედრა გამართა მამუკელაშვილმაც. მისმა „სან ანტონიო სტურსმა“ „ოკლაჰომა თანდერსს“ უმასპინძლა და 107:112 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა 18 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მოაგროვა. სანდრომ 4-დან 3 სამქულიანი, 1-დან 1 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა დავამტკიცოთ, რომ ვიმსახურებთ ჯგუფის მოგებას

ზურიკოს ფასი 5 მილიონამდე გაიზარდა