„მონაკოს“ ფეხბურთელებმა საფრანგეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის მატჩის შემდეგ „ლიონის ფეხბურთელებს დასცხეს. „ლუი II“-ის სტადიონზე გამარჯვება სტუმრებმა მოიპოვეს, საფინალო სასტვენის შემდეგ კი ფეხბურთელებმა გაუგებარი მიზეზებით მასობრივი შეხლა-შემოხლა გამართეს.
მთავარმა მსაჯმა კლემან ტიურპენმა პირდაპირ 4 წითელი ბარათი უჩვენა, ორ „მონაკოელს“ და 2-იც „ლიონის“ ფეხბურთელს. მატჩის დროს კი „ლიონის“ კიდევ ერთი მოთამაშე გააგდეს.
„ლიონის“ მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია მიიჩნევს, რომ მისი ფეხბურთელების პროვოცირება „მონაკოელებმა“ მოახდინეს:
„მსაჯობაზე არაფერს ვიტყვი. ერთადერთი აღვნიშნავ: რა ინტერესი უნდა ჰქონდეთ ჩემ ფეხბურთელებს, როდესაც იგებენ, ხოლო სეზონის დასრულებამდე სამი ტურია? ეს ნიშნავს, რომ პროვოკაცია „მონაკოს“ ფეხბურთელებისგან მოდიოდა. ეს არ არის ნორმალური, რომ ჩვენი მოთამაშეები გააძევეს, თუმცა არაფერი დაგვიშავებია. თუ შეამჩნიეთ, პროვოცირება არა გამოცდილმა, არამედ ახალგაზრდა მოთამაშეებმა მოაწყვეს“, – უწერია „ეკიპს“ გარსიას ნათქვამი.
„ლიონმა“ 3:2 მოიგო.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ ყოფილა რიგითი შეხვედრა. ეს ორი გუნდი მესამე ადგილისთვის იბრძვის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსს იძლევა. შესაბამისად, ფსონი დიდი იყო და ალბათ ამანც იქონია გავლენა ემოციებზე.
ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „მონაკოს“ 71 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და 1 ქულით უსწრებს „ლიონს“.
GIPHY App Key not set. Please check settings