in

ვიდეო: მესი, მბაპე, პეპი, ვინისიუსი და ვიღაც ნალდინი – ვინ რაში გახდა საუკეთესო

პსჟ-ს თავდამსხმელის ლეო მესის გოლი „ნანტის“ კარში საფრანგეთის ჩემპიონატში ნოემბერში საუკეთესოდ დაასახელეს.
არგენტინელმა გოლი 87-ე წუთზე შეაგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1. ეს მესისთვის პირველი გოლი იყო ლიგა 1-ში და 9 მატჩში ჯერაც ეს ერთადერთი გოლია მის ანგარიშზე.

პსჟ-ს მეორე თავდამსხმელი კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის კვირის ფეხბურთელი გახდა.
მე-6 ტურის მატჩში „ბრიუგესთან“ (4:1) მან დუბლი შეასრულა.
ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), ჟონათან იკონე („ლილი“) და არნო გრუნეველდი („ვილიარეალი“).

„სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა პრემიერლიგაში ნოემბრის მწვრთნელი გახდა.
ნოემბერში „სიტიმ“ დაამარცხა „მანჩესტერი“ (2:0), „ევერტონი“ (3:0) და „ვესტ ჰემი“ (2:1).
გვარდიოლა თვის მწვრთნელი ინგლისში მე-10-ედ გახდა.

„რეალის“ ნახევარმცველი ვინისისუსი ნოემბერში ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ნოემბრის სამ მატჩში 21 წლის ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა.
ბრაზილიელის გარდა პრეტენდენტები იყვნენ ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“), ხუანმი („ბეტისი“), დიეგო ლოპესი („ესპანიოლი“), მემფის დეპაი („ბარსელონა“), ოსკარ ტრეხო („რაიო ვალეკანო“) და ხოსელუ („ალავესი“).

„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფის ბოლო მატჩში სტუმრად „მილანი“ დაამარცხა 2:1. სასტარტოში დადგა მცველი ნათანიელ ფილიპსი და მშვენივრადაც ითამაშა, მას იბრაჰიმოვიჩის დევნა ჰქონდა დავალებული და საჰაერო ორთაბრძოლებსაც იგებდა. 68-ე წუთზე კი თავის საჯარიმოში მოულოდნელად კრუიფის სტილში იმოქმედა და ზლატანი და კესიე ისე მოტეხა, პირი დააღებინა. ეს ლიგის კვირის ფინტია.
„სან სიროს“ გულშემატკივრებმა მცველს ნალდინი შეარქვეს – გასაგებია ვის გამოც.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საუკეთესო გრინვუდის გოლი გახდა

WhoScored-მა ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური შეადგინა