სამხრეთ ამერიკაში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წერე დაიწყო. აგრენტინამ ბუენოს აირესში “მონუმენტალზე” ბოლივიას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში სამივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა. არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა გოლები მე-14, 64-ე და 88-ე წუთზე გაიტანა.
ლეოს ამ ჰეთ-თრიკით “ალბისელესტეს შემადგენლობაში 78 გოლი დაუგროვდა და პელეს რეკორდი გააუმჯობესა. სამხრეთ ამერიკის ქვეყნების ნაკრებებში მესის უკვე ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი.
აღნიშნულ შეხვედრაში “მონუმენტალზე” გულშემატკივრებიც დაბრუნდენ და თამაშის დასრულების შემდეგ, მესიმ და ბიჭებმა თავიანთ ქომაგს კოპა ამერიკის თასი წარუდგინეს. ამ მომენტში ლეომ ცრემლები ვერ შეიკავა.
“უბედნიერესი ვარ, ამ მომენტს დიდი ხანი ველოდი. მინდოდა ტიტულის მოგება დედისა და ჩემი მეგობრების წინაშე აღმენიშნა. წარმოუდგენელი გრძნობაა და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მაბედნიერებს”, – განახადა მესიმ.
GIPHY App Key not set. Please check settings