პარაგვაის ჩემპიონატში „სოლ დე ამერიკასა“ და „გუარანს“ შორის
მატჩის მეორე ტაიმის დაწყება შეყოვნდა. მიზეზი – მოედანზე ჩაძინებული ძაღლია.
ყველაფერი მეორე ნახევრის დასაწყისში მოხდა, როდესაც მასპინძლები ბურთის თამაშში შეტანას აპირებდნენ. ამ მომენტში სტადიონზე შეკრებილებმა შეამჩნიეს ძაღლი, რომელიც მშვიდად თვლემდა გაზონზე.
მეორე ტაიმის დაწყება გადადეს სანამ ძაღლმა თავად არ გაიღვიძა და არ გაიქცა მოედნიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings