in

ვიდეო: მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი – 10 ქულა და მოგება

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში “სან ანტონიომ” სტუმრად აუტსაიდერი “იუტა ჯაზი” 106:88 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი ცხადია სათადარიგოთა სკამზე იყო, მოედანზე კი ჯამში 10:39 წუთი გაატარა, თუმცა ესეც ეყო 10 ქულის მოსაგროვებლად, პლუს 1 მოხსნა.
ეს ქართველი კალათბურთელისთვის ჯერჯერობით სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე “სპურსის” ფრანგი ლიდერი ვიქტორ ვემბანიამა გახდა: 25 ქულა, 9 მოხსნა, 7 ასისტი, 5 ჩაჭრა და 5 დაფარება.

“სან ანტონიო სპურსი” დასავლეთ კონფერენციაში 2 მოგებითა და 3 წაგებით მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას 3 თებერვალს, “მინესოტას” წინააღმდეგ გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას მოედანზე საუკეთესო იყო, ვირტუსი კი მილანში დამარცხდა

ვილი სანიოლი შეიძლება მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გახდეს: ის ჯილდოზეა წარდგენილი