in

ვიდეო: მამარდა შობის მერე და რეალთან – გიორგიმ ყველას შობა მიულოცა

გიორგი მამარდაშვილი ვარჯიშს მალე დაიწყებს. ეს თავად ფეხბურთელმა თქვა გულშემატკივრებთან შეხვედრისას. დიდი ალბათობით, ქართველი მეკარე 4 იანვრის მატჩისთვის დაბრუნდება. თან რა თამაშია – „რეალთან“.

„თავს ახლა უკეთესად ვგრძნობ. ინდივიდუალურად ვვარჯიშობ, გუნდთან ერთად საწვრთნელ პროცესს შობის შემდეგ დავიწყებ.
ახლა ისე გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა, როგორც არასდროს. უნდა მოვიგოთ თამაშები და ვიყოთ იმაზე ძლიერები, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. დარწმუნებული ვარ, სიტუაციას გამოვასწორებთ.
ძალიან ბედნიერი ვარ, მინდა ყველას მოგილოცოთ შობა და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. აქ ოთხი წელია ვარ და პირველივე დღიდან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, – სადღეგრძელოსავით ილაპარაკა მამარდაშვილმა.

„ვალენსიას“ საშობაო საღამოზე გიორგი მეუღლესთან ერთად მივიდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გამორიცხული არ არის, რაღაც ზამთარშიც მოხდეს… გაყიდის კარლსრუე ბუდუს?

სუპერკომპიუტერმა გამოთვალა: მანჩესტერი მე-13 ადგილზე გავა, პირველი ლივერპული იქნება