გიორგი მამარდაშვილმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში. ესპანეთის პირველობის მე-10 ტურში „ვალენსია“ სტუმრად ჩავიდა „სევილიასთან“ და ქულა აიღო – 1:1. ეს კი დიდწილად ჩვენი მეკარის დამსახურებაა.
ვალენსიელები მე-6 წუთზე ედინსონ კავანის გოლით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ „სევილიას“ გატანა რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ მამარდაშვილი შესანიშნავად თამაშობდა. მე-8 წუთზე ჯერ გუდელის დარტყმა მოიგერია, მე-17 წუთზე კი ქართველმა ბრწყინვალე სეივით აუღო რაფა მირას.
გიორგი მეორე ტაიმშიც კარგი იყო: ორწუთიან მონაკვეთში ზედიზედ ორჯერ გადაარჩინა გუნდი. 61-ე წუთზე გუდელმა ძლიერად დაურტყა, მაგრამ გიორგიმ ნახტომში აიღო.
მალევე მამარდაშვილმა ლამელას არ გაატანინა, როდესაც ქვედა მარჯვენა ძელთან დარტყმულ ბურთზე რეაგირება მოახერხა.
„სევილიამ“ გოლი 86-ე წუთზე გაიტანა. ლამალამ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი მარცხენა დაბალ კუთხეში გადაგზავნა.
თუმცა, „ვალენსიას“ მოგება მაინც შეეძლო, მაგრამ 90+2-ე წუთზე ხოსე გაიამ პენალტი ვერ გაიტანა.
„ვალენსია“ 15 ქულით მე-8 ადგილზეა და მომდევნოი შეხვედრას შინ, 22-ში “მალიორკასთან” გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings