ლა ლიგა 2-ში მე-11 ტურის მატჩები გაიმართა და ითამაშა გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“, რომელმაც ლა კორუნიის „დეპორტივოს“ უმასპინძლა და 2:1 მოუგო.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდეც ითამაშა. გიორგიმ ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.5 (sofascore და flashscore). თამაშის მიწურულს კი ყვითელიც აიკიდა (90+8 წთ).
ქოჩორაშვილმა მე-5 წუთზე სცადა გატანა, თუმცა მეკარემ საიმედოდ ითამაშა. შანსი 65-ე წუთზეც ჰქონდა. შეტევა წამოიწყო, თანაგუნდელთან კედელი გაითამაშა, საჯარიმოში დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ შორეულ კუთხეში დაბალი დარტყმული კარს ააცილა.
ლევანტე – დეპორტივო 2:1
გოლები: 1:0 რომერო (7), 2:0 რომერო (28), 2:1 ბარბერო (88)
11 ტურის შემდეგ „ლევანტემ“ 18 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა.
თუმცა მეორეადგილოსან “სარაგოსას” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება და 28 ოქტომბერს სტუმრად გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings