„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და თავდამსხმელმა ლაუტარო მარტინესმა სერია A–ს მატჩის შემდეგ მომხდარი კონფლიქტი საინტერესო ფორმით დაასრულეს.
არგენტინელი მოედანზე 36-ე წუთზე შევიდა, 77-ე წუთზე კი კონტემ ის 21 წლის ანდრეა პინამონტით შეცვალა. ლაუტარო მწვრთნელის გადაწყვეტილებას ძალიან ემოციურად შეხვდა. ფორვარდმა კონტეს ხელი არ ჩამოართვა და ბოთლს ისე დაარტყა, რომ ლამის იქვე მსხდომ ფეხბურთელებს მოხვდათ. ამის შემდეგ კონტემ და მისმა თანაშემწეებმა მოთამაშე შეუფერებელი საქციელის გამო გააკრიტიკეს.
ვარჯიშის დროს მარტინესმა და კონტემ სახუმარო ორთაბრძოლა მოაწყვეს. რომელუ ლუკაკუმ მონაწილეები გამოაცხადა, დანარჩენმა ფეხბურთელემა კი წრე შეკრეს, რათა ჩხუბისთვის ეყურებინათ.
ამ სეზონზე ლაუტარომ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 16 გოლი გაიტანა და 5 შედეგიანი გადაცემა ქონდა.
GIPHY App Key not set. Please check settings