ავსტრიის ბუნდესლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში გრაცის “შტურმა” ვენის “აუსტრიას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. “შტურმის” ძირითად შემადგენლობაში იყო ოთარ კიტეიშვილი.
მატჩის ერთადერთი გოლი 51-ე წუთზე გაიტანა და მასში ლომის წვლილი ქართველ ნახევარმცველს მიუძღვის. კიტეიშვილს ბრწყინვალე საგოლე პასით, მატჩის ერთადერთი გოლი გორენს სტანკოვიჩმა გაიტანა.
კიტეიშვილი სერიოზული ტრავმის შემდეგ, მოედანს 20 მარტს დაუბრუნდა. ძირითიდად შემადგენლობაში კი, მხოლოდ ახლა გამოჩნდა.
GIPHY App Key not set. Please check settings