როგორც ხდება ხოლმე, ყოველი ახალი სეზონის წინ გუნდები ახალ ეკიპირებას წარადგენენ ხოლმე. ევროპის ყველაზე დიდმა გუნდებმა ეს უკვე გააკეთეს. ახალი ფორმა აჩვენა „ნაპოლიმაც“ და ამაში მონაწილეობა სხვა ფეხბურთელებთან ერთად ქართველმა ახალწვეულმა ხვიჩა კვარაცხელიამაც მიიღო.
სახელმოხვეჭილი Emporio Armani-ს თანამშრომლობა „ნაპოლისთან“ 2022-2023 წლების სეზონისთვისაც გრძელდება. განახლებული ხელშეკრულების შემდეგ, ბრენდი ნეაპოლიტანური გუნდის ტექნიკური სპონსორია.
ახალი კოლექცია დღეიდან, 27 ივლისიდან გაიყიდება კლუბის ოფიციალურ ვებმაღაზიებში, Amazon-ის ბრენდის მაღაზიაში, SSCN ოფიციალურ მაღაზიებსა და შერჩეულ ქსელში.
საშინაო ლურჯი და საგარეო თეთრი ფერის მაისურების ფასი 125 ევროა, ისევე როგორც მეკარის საშინაო (ვარდისფერი) და საგარეო (მწვანე) ფორმის. ხოლო მთავარი ფორმის ასლი-მაისური 45 ევრო ღირს.
GIPHY App Key not set. Please check settings