იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრაში “ნაპოლი” “სასუოლოს” ესტუმრა და მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. “პარტინოპეიმ” მეტოქე წლის ყველაზე “საშიში დუეტის” ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გოლებით დაამარცხა. ‘
განსაკუთრებით, კვარას გოლია აღსანიშნავი. 22 წლის ქართველმა შემტევმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, რამდენიმე ფეხბურთელს გაცდა უზუსტესი დარტყმით შეარხია “სასუოლოს” კარის ბადე. ხვიჩა კვარაცხელია 2006/2007 წლების შემდეგ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის TOP 5 ლიგაში მინიმუმ 10 გოლი გაიტანა. ‘
ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლი და 9 საგოლე პასია და ამ მხრივ საქართველოში საუკეთესოა. აქამდე, ქართველ ფეხბურთელებს ევროპის top 5 ლიგის ერთ სეზონში 9 გოლი ჰქონდათ გატანილი-ეს შედეგი გია გურულს (ლიგა 1) და ალექანდრე იაშვილს (ბუნდესლიგა) ეკუთვნოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings