ნიდერლანდების ჩემპიონატის 26-ე ტურის მატჩში „ალკმაარმა“ დიდი პრობლემის გარეშე მოუგო „ტვენტეს“ – 4:1.
ამ 5 გოლიდან ფეხბურთელებმა 3 საკუთარ კარში გაიტანეს და ეს მატჩიც ამის გამო გახდა ყურადსაღები.
22-ე წუთზე ავტოგოლი გამოუვიდა „ტვენტეს“ მცველ დარიო ჯუმიჩს, 34-ე წუთზე კი თავი მისმა თანაგუნდელმა, მეკარე იოელ დრომელმა „გამოიჩინა“.
მე-40 წუთზე საკუთარი კარი დალაშქრა „ალკმაარის“ ნახევარმცველმა ალბერტ გუდმუნდსონმა.
in ფეხბურთი
GIPHY App Key not set. Please check settings