in

ვიდეო: ინტერის ყოფილი ფეხბურთელი საკუთარ ოჯახს თავს დაესხა – პოლიციამ ის სისხლში მოსვრილი დააკავა

მილანის “ინტერისა”, პორტუგალიური “პორტოს” და კოლუმბიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ფრედი გუარინი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინციდენტი გუშინ დილით კოლუმბიის ქალაქ ენვიგადოში, გუარინის საცხოვრებელ სახლში მოხდა. 34 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი მამას და ოჯახის წევრებს ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველების გამოძახება გახდა საჭირო.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ ფეხბურთელი არაადეკვატურ მდგომარეობაშია, გახდილია და მისი ჯინსები კი სისხლით არის მოსვრილი.

პოლიციამ გუარინი დააკავა. პოლიციის გენერალი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, რომ ფეხბურთელი აგრესიული იყო:

“ის მშობლებს აგინებდა და მათ მიმართ აგრესიას გამოხატავდა. სავარაუდოდ, იგი ალკოჰოლური ან ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყო”, – თქვა პოლიციის გენერალმა.

გუარინი 2005/06 წლებში არგენტინულ “ბოკა ხუნიორსში” გამოდიოდა. შემდეგ იყო: ფრანგული “სენტ ეტიენი”, “პორტო” (მოიგო ევროპა ლიგა და 2-ჯერ ქვეყნის ჩემპიონატი), “ინტერი”, ჩინური “შანხაი” და ბრაზილიური “ვასკო და გამა”. ამჟამად გუარინი კოლუმბიური “მილიონარისის” წევრია.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბერძნული მედია: თამაში-იმედგაცრუება ნაკრების შესრულებით – კვარაცხელიამ ჩვენს მცველებში იცეკვა

ესპანელებს შევარდნაძე მოელანდათ: ჯერ შუქი ჩაუქრათ, მერე ლუის ენრიკე ლიფტში გაიჭედა და კოსოვოსთან მატჩზე დააგვიანა