ინგლისში მეკარემ საკუთარი კარიდან გოლი გაიტანა.
იშვიათი გოლის ავტორი “ნიუპორტის” გოლკიპერი ტომ კინგი გახდა, რომელმაც თავი “ჩელტნემთან” მატჩში გამოიჩინა. ეს გუნდები ინგლისის მეორე ლიგაში გამოდიან.
25 წლის მეკარემ მე-12 წუთზე გაიტანა. მან ბურთი საკუთარი კარიდან შეიტანა, ბურთი მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს დაეცა და კარში გადაფრინდა. გუნდმა და თავად ავტორმა, როგორც ჩანს, უცებ ვერ გაიაზრეს რა მოხდა, ყოველ შემთხვევაში ვიდეოში დიდად გაკვირვება და სიხარული არ ჩანს.
მატჩი 1:1 დასრულდა.
“ნიუპორტი” მეორე ლიგაში მეორე ადგილზეა, “კემბრიჯს” 1 ქულით ჩამორჩება, მაგრამ ორი თამაში თადარიგში აქვს.
😦😦😦 Newport County goalkeeper Tom King scored directly from his own enormous goal kick this evening to help his side draw with Cheltenham Town! pic.twitter.com/lEOz4VSi2i— Sky Sports (@SkySports) January 19, 2021
GIPHY App Key not set. Please check settings