in

ვიდეო: იმედი ოდესმე ჩემ თამაშსაც ნახავ – დე ბრუინმა მარიუპოლელ ბიჭს გასამხნევებლდ შეტყობინება გაუგზავნა

კევინ დე ბრუინმა 16 წლის მარიუპოლელი ბიჭის მხარდასაჭერი ვიდეო ჩაწერა. ბიჭი ფეხბურთს თამაშობდა, როდესაც გვერდით რაკეტამ ჩაუფრინა.

გაზეთ DeMorgen-ის ჟურნალისტმა იოანი დე რიიკემ გულისამაჩუყებელი ისტორია მოყვა ზაპოროჟიეს საავადმყოფოდან, სადაც მარიუპოლიდან ევაკუირებულები მიყავთ.

16 წლის დავიდი კლინიკაში დაზიანებული ფეხით შევიდა.
„ის ორ მეგობართან ერთად ბურთს თამაშობდა, როდესაც რაკეტა აფეთქდა. ერთი ბავშvი დაიღპა, მეორე მძიმედ არის დაჭრილი“, – წერს ჟურნალისტი.

როდესაც დავიდმა ბელგიელი ჟურნალისტის შესახებ შეიტყო, უთხრა, რომ კევინ დე ბრუინის ფანია. „ის აღფრთოვანებული იყო, როდესაც მასზე მიყვებოდა. ჩვენ ვიდეო კევინს გავუგზავნეთ და მან უმალ გვიპასუხა“, – აღნიშნა დე რიიკემ.

„გამარჯობა, მე კევინ დე ბრუინი ვარ. გავიგე რაც შეგემთხვა, ძალიან ვწუხვარ. რაც მანდ ხდება, საშინელებაა. იმედი მაქვს, ეს მცირე შეტყობინება გაგამხნევებს. ვიმედოვნებ, რომ სიცოცხლისთვის იბრძოლებ და მალე უკეთ იქნები. კიდევ იმედი მაქვს, რომ ერთხელაც ჩემ თამაშს ცოცხლად ნახავ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სერჯიო სკარიოლო: შენგელიამ ჩვენს გუნდს გამოცდილება შესძინა

შავი ლომი ნახევარფინალში იბერიანსს 17 აპრილს დაუპირისპირდება