ევროლიგის მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას “ვირტუსმა” ათენის “პანათინაიკოსს” უმასპინძლა და 74:64 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
თოკოს სტატისტიკა ასეთია: 28 წუთი, 16 ქულა, 7 პასი, 2 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1დაფარება.
ეს იტალიური გუნდის მე-9 გამარჯვებაა ევროლიგაზე და მე-13 ადგილზეა. პლეი ოფში კი მოგეხსენებათ საუკეთესო რვა გუნდი გადის.
მომდევნო შეხვედრას „ვირტუსი“ 22 იანვარს იტალიის ჩემპიონატში “ბრინდისის” წინააღმდეგ ჩაატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings