in

ვიდეო: თოკომ წელი ბრწყინვალე მატჩით დაიწყო და შეხვედრის MVP გახდა

თორნიკე შენგელიამ 2022 წელი შესანიშნავი მატჩით დაიწყო. მოსკოვის ცსკა VTB ლიგის აუტსაიდერ “ავტოდორს დაუპირისპირდა და 92:65 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე გატარებულ 20:03 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველი მძიმე ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტი +17 იყო და მატჩის mvp-ად დასახელდა.

მოსკოვის ცსკას 8 მოგება და 2 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერია.

მომდევნო შეხვედრა ცსკას 7 იანვარს ბერძნული “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ უნდა გაემართა, თუმცა პანდემიის გამო შეხვედრა ჩაიშალა. იგივე საფრთხის წინაშეა “ბარსელონასთან” დაგეგმილი მატჩიც.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ გაიტანა წლის გოლი: პრეტენდენტი სამია

მამარდაშვილის მორიგი შანსი? კარტახენასთან ქართველ მეკარეს სასტარტოში ელიან