ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სეზონის განახლებისთვის თბილ პორტუგალიაში ემზადება, სადაც მეორე ამხანაგარი თამაში გამართა და იქაურ „ბოავიშტას“ 2:0 მოუგო. ამაში კი მთავარი როლი სწორედ ჩვენიანმა ითამაშა.
ქართველმა შემტევმა გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა.
დავითაშვილს ანგარიშის გახსნა მე-17 წუთზე შეეძლო, მაგრამ ვერ გაიტანა და თავის გამოჩენა 30-ე წუთამდე გადადო. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულზე დავითაშვილმა თავით ითამაშა, მეკარემ მოიგერია, მაგრამ ჩვენიანმა იქვე დაამატა.
63-ე წუთზე კი სწორედ ზურიკოს პასით გაიტანა მეორე გოლი ნიგერიელმა ჯოშ მაიამ.
დავითაშვილმა წინა მატჩში „ბრენტფორდთან“ შეხვედრაშიც გაიტანა.
საფრანგეთის ლიგა 2-ში „ბორდო“ 28 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ჰავრს“ 4 ქულით ჩამორჩება. 26 დეკემბერს სწორედ ეს გუნდები ხვდებიან ერთმანეთს.
GIPHY App Key not set. Please check settings