ზლატან იბრაჰიმოვიჩი გადაიღეს ფილმში „ასტერიქსი და ობელიქსი“.
„მილანის“ ფორვარდმა რომაელი ლეგიონერი სახელად Oneofus ითამაშა.
ეს ასტერიქსისა და ობელიქსის თავგადასავლების შესახებ კომიქსების მეხუთე ეკრანიზაციაა. ამჯერზე ის მოუთხრობს გმირების თავგადასავალზე ჩინეთში.
ფილმში მოქმედება მიმდინარეობს ჩინეთის იმპერატორის ერთადერთი ქალიშვილის ირგვლივ, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ გალიაში გარბის, სადაც დახმარებას თხოვს ასტერიქსსა და ობელიქსს.
ფილმში ბევრი ცნობილი სახეა, მარიონ კოტიარი, ვინსენ კასელი, პიერ რიშარი და სხვები.
ფილმების სერიაში სხვადასხვა დროს ბევრ სპორტსმენს მიუღია მონაწილეობა, მათ შორის მიხაელ შუმახერს, ამელი მორესმოს, ტონი პარკერსა და ზინედინ ზიდანს.
GIPHY App Key not set. Please check settings