in

ვიდეო: ზაზა გოლდენ სტეიტთან ერთად თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტს ესტუმრა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ზაზა ფაჩულია, „გოლდენ სტეიტთან“ ერთად, თეთრ სახლს სტუმრობდა.

მოგეხსენებათ, ზაზა კარიერის დასრულების შემდეგ გუნდში კონსულტანტად მუშაობს. ამიტომ 2021-22 წლების სეზონში „გოლდენ სტეიტის“ გაჩემპიონების შემდეგ “ოქროს ბეჭედი” ფაჩულიამაც მიიღო.

ტრადიციის თანახმად, ყოველწლიურად NBA-ის ჩემპიონებს ვაშინგტონში, თეთრ სახლში მასპინძლობენ. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად სიტყვით გამოვიდა „გოლდენ სტეიტის“ ლიდერი სტეფ კარი.

“გოლდენ სტეიტი” აშშ-ს პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამილა ჰარისს შეხვდა. პირველმა პირებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს.
ჯო ბაიდენმა წინა პლანზე მუხლი მოიყარა და ცერემონიაზე მყოფი სტუმრები გაამხიარულა.

გარდა ამისა, აშშ-ს პრეზიდენტს კლეი ტომპსონის სახელი დაავიწყდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც 80 წლის ბაიდენი გუნდის სამ ვარსკვლავს თვლიდა.
“გუნდი შენდება დიდი ტრიოს ირგვლივ – სტეფ, დრეიმონდი და… ბიჭებო, თქვენ არაჩვეულებრივი ხართ. ჯამში 21 მეტრს აღწევთ? ღმერთს ვფიცავ, არაჩვეულებრივები ხართ”.

ეს “გოლდენ სტეიტის” მეორე ვიზიტია თეთრ სახლში ბოლო 8 წელიწადში. პირველად 2014/15 წლების სეზონში ტიტულის მოგების შემდეგ ეწვია პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 2017 და 18 წლებში ჩემპიონობის მოგების მიუხედავად “უორიორზმა” უარი თქვა ვიზიტზე პოლიტიკური მოსაზრებების გამო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დედოფალი კატვე: როგორ გახდა გაუნათლებელი გოგონა ჯურღმულებიდან ნამდვილი გროსმაისტერი

გურამ კაშია: ჯერ კიდევ დიდი მოტივაცია მაქვს