სამხრეთ კორეის თასის 1/2 ფინალში “ულსან ჰიუნდაი” საკუთარ მოედანზე “ჯეონამთან” 1-2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
აღნიშნულ შეხვედრაში ულსანელთა შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა ქართველმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომელმაც მე-80 წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა.
ვაკო ყაზაიშვილისთვის “ულსან ჰიუნდაის” მაისურით ეს მე-13 გოლი იყო.
28 წლის ნახევარმცველი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით 2021 წლის თებერვალში შეუერთდა, მას შემდეგ 39 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 13-ჯერ გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა.
GIPHY App Key not set. Please check settings