in

ვიდეო: ევროპა დამთავრდა: საქართველომ მესამე ნიდერლანდებთან წააგო – ახლა რა იქნება

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა 2026 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ჩვენი გუნდი ნიდერლანდებთან დამარცხდა – 26:31.

შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გამარჯვებული მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურისთვის პირდაპირ მესამე რაუნდში იბრძოლებდა.

მეტოქემ მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველი ტაიმის მიწურულს მოიპოვა და მერე გაგვიჭირდა დაწევა.

მატჩის დასაწყისი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, ერთ მონაკვეთში საქართველოს ნაკრები ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ნიდერლანდელებმა მალევე გაქვითეს, 25-ე წუთიდან კი 3 ბურთით გავიდნენ წინ.

მეორე ტაიმი მეტოქის დომინირებიტ წარიმართა, მთელი ტაიმის განმავლობაში ისინი 4-6 ბურთით იყვნენ წინ და მიახლოვება არ გამოვიდა.

ჩვენგან საუკეთესო ისევ გიორგი ცხოვრებაძე იყო, რომელმაც 11 გოლი გაიტანა.

ნიდერლანდები – საქართველო 31:26 (18:15)

საქართველო: ცინცაძე, ნიქაბაძე, რუხაძე, ცხოვრებაძე (11), დიხამინჯია (6), ლაპიაშვილი (4), კბილაშვილი (2), კალანდაძე (2), გავაშელიშვილი (1), ხელისუფალი, რუსტამოვი, ხარებაშვილი, არეშიძე, გრიშიკაშვილი

მოკლედ, საქართველომ სამივე მატჩი წააგო, ოღონდ უნდა ითქვას, რომ უძლიერეს გუნდეთან და ესეც ლოგიკურია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი ყო, საშუალო ასაკით 24 წელი.

ახლა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ელოდება. ჯერ ისრაელი, რომელთანაც ორმატჩიანი დუელი მარტში შედგება. მერე იქნება მეორე ეტაპი და კიდევ ერთი პლეი ოფი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ თურქეთი დაამარცხა და მე-9 ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება

ჩაკვეტაძემ მარტო პირველი ტაიმი ითამაშა, უოტფორდმა ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო