„სიტიმ“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში დორტმუნდის „ბორუსია“ შინ 2:1 დაამარცხა. ინგლისური გუნდის ქომაგებს ალბათ მეტის მოლოდინიც ჰქონდათ, მაგრამ ეს გამარჯვებაც სალაპარაკო გაიხადეს. ერთით კარგიცაა, განმეორებით შეხვედრას მეტი აზრი და ინტრიგა ექნება.
ლივერპული ენფილდის მაგიის იმედად: თუმცა რეალმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვა
ჯერ გოლებზე ვთქვათ.
მე-19 წუთზე კევინ დე ბრუინმა მარეზის ჩაწოდებული გამოიყენა და ბურთი ბადეში უპრობლემოდ გაგზავნა.
84-ე წუთზე მარკო როისმა ჰაალანდის გადაცემით გაათანაბრა.
90-ე წუთზე კი გიუნდოგანმა ფილ ფოდენს დაუგდო და მანაც გამარჯვების გოლი შეაგდო.
ახლა ის ეპიზოდები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია.
ანგარიშის გახსნიდან 10 წუთში რუმინელმა მსაჯმა ოვიდიუ ჰაცეგანმა ემრე ჯანი გააფრთხილა და პენალტიც დანიშნა. მაგრამ მერე განმეორება ნახა და ყვითელიც გააუქმა და 11-მეტრიანიც.
არბიტრმა მარტო ამით არ გამოიჩინა თავი. მან არც ბელინგემის გოლი ჩათვალა (37-ე წთ), მეკარეზე თავდასხმა დააფიქსირა, თუმცა ძალიან საეჭვო ჯარიმა დადო.
სიტი 2:1 დორტმუნდი
გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 1:1 როისი (84), 2:1 ფოდენი (90)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი – უოკერი, სტოუნსი, დიაში, კანსელო – როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი – ბ. სილვა (59. გაბრიელ ჟეზუში)
დორტმუნდი: ჰიტცი – ბაუზა (84. მონიე), აკანჯი, ჰუმელსი, გერეირო – ბელინგემი, ჯანი, დაუდი (81. დელეინი) – კნაუფი (63. რეინა), ჰაალანდი, როისი
განმეორებითი თამაში 14 აპრილსაა დორტმუნდის „ვესტფალენშტადიონზე“.
პეპ გვარდიოლა:
„სიტი“ დორტმუნდში მოსაგებად წავა.
პირველ ტაიმში ბურთთან ჭკვიანურად არ ვიქცეოდით. მეორე ნახევარში ვითარება გამოსწორდა, 2-3 კარგი მომენტი გვქონდა 1:0-ზე.
“ბორუსია” ჩემპიონთა ლიგის ტიპიური გუნდია. მრავალი წელია ამ ტურნირზეა და იცის, როგორ მოიქცეს. ჩვენ იქ ჩავალთ, რათა გავიტანოთ”.
ედინ ტერზიჩი:
“ვიცოდით, რომ მეტოქე ხშირად და დიდხანს გააკონტროლებდა ბურთს. გვინდოდა გაგვერკვია, სად აპირებდნენ ამის კეთებას, რაც ჯამში მაინც და მაინც კარგად არ გამოგვივიდა. მათი საგოლე მომენტების რაოდენობა მინიმუმამდე დავიყვანეთ და ჩვენც ვემუქრებოდით. ეს იყო თანაბარი მეტოქეების თამაში, ასე რომ, საბოლოო შედეგით იმედგაცრუებული ვარ”.
მატს ჰუმელსი:
“შანსი ჯერ კიდევ გვაქვს. 1:1 რომ შეგვენარჩუნებინა, უფრო მაგარი იქნებოდა. ვიცით, რომ განმეორებით მატჩში უნდა გავიტანოთ. ამ თამაშმა აჩვენა, რომ ეს შეგვიძლია”.
„სიტის“ ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში 8 მოგება და 1 ფრე აქვს. საერთო ანგარიში – 19:2.
კევინ დე ბრუინი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მარკო როისმა პირველი გოლი გაიტანა 2018 წლის ოქტობრის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე.
როისი გახდა „ბორუსიას“ საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგაზე. მან ლევანდოვსკის გაუსწრო. მარკოს 18 გოლი დაუგროვდა, რობერტს – 17 აქვს.
ესეც გავიხსენოთ
გვარდიოლას პირველი ოთხი ევროსეზონი “სიტიში”:
2016/17 – გამოვარდნა 1/8 ფინალში «მონაკოსგან»;
2017/18 – გამოვარდნა 1/4 ფინალში «ლივერპულისგან»;
2018/19 – გამოვარდნა 1/4 ფინალში «ტოტენჰემისგან»;
2019/20 – გამოვარდნა 1/4 ფინალში «ლიონისგან».
GIPHY App Key not set. Please check settings