კვიპროსის ჩემპიონატში ქართველების აპოელ „ოთელოსს“ შეხვდა და 6:0 გაანადგურა. მე-4 გოლი უკვე 36-ე წუთზე ლაშა დვალმა გაიტანა და თან კურიოზულ ვითარებაში: საგოლე შეტევა თავად წამოიწყო, მერე, თავური დაარტყა ვარდნაში, ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ წაქცეულ დვალს მოხვდა და კარში აღმოჩნდა. ეს მისი პირველი გოლია მიმდინარე სეზონში (პლუს 1 საგოლე პასი).
მე-6 გოლში კი გიორგი ქვილითაია მონაწილეობდა. მან შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა. ეს მისი მესამე შედეგიანი გადაცემაა.
ორივე ქართველმა შეუცვლელად ითამაშა.
აპოელ-ი 20 ტურის შემდეგ 45 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.
იტალიის სერია A-ში სამწუხაროდ ჩვენებს არ უთამაშიათ.
21-ე ტურში „ფროსინონემ“ „კალიარი“ 3:1 დაამარცხა. გიორგი კვერნაძე განაცხადში იყო.
სასიხარულოა, რომ „ემპოლიში“ ახლახან გადასული საბა გოგლიჩიძე „მონცასთან“ განაცხადში პირველად მოხვდა. „ემპოლიმ“ 3:0 მოიგო.
„ფროსინონე“ 22 ქულით მე-13 ადგილზეა, ხოლო „ემპოლი“ (16) ბოლოსწინა, მე-19-ზე.
თურქეთში, „ქასიმფაშამ“ 3:0 დაამარცხა „ჰათაისფორი“. სტუმრათა შორის გიორგი აბურჯანია მე-18 წუთზე გააფრთხილეს, ხოლო 70-ეზე შეცვალეს. მისი შეფასება 6.2-ია.
გიორგი ქოჩორაშვილი და გაბრიელ სიგუა ტრავმირებული არიან და არ უთამაშიათ.
ზურიკო შევიდა და საგოლე პასი გააკეთა, ჩაკვეტაძეს პასი გაუფუჭეს – ლეგიონერები
GIPHY App Key not set. Please check settings