გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში ისევ გაიბრწყინა და „სარაევოს“ გამარჯვებაში დაეხმარა. ქართველის ანგარიშზე ორი გოლია. მისმა გუნდმა კი „იგმანი“ დაამარცხა – 3:0.
გულიაშვილმა, რომელიც კაპიტანი იყო, შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ვასილიოს გორდეზიანი სათადარიგოთა შორის დარჩა.
გოლები მეორე ტაიმში გავიდა. ქართველმა თავდამსხმელმა მოკლე ინტერვალში შეაგდო გოლები: 79-ე და 82-ე წუთებზე.

გულიაშვილმა 22 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა, 4 საგოლე პასი შეასრულა და ჩემპიონატის ბომბარდირია, ხოლო „სარაევო“ ცხრილში მე-3 ადგილზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings