in

ვიდეო: გრემიოს თავდამსხმელმა მოედანი მუხლის ჩოქვით გაიარა: ფეხბურთელმა დაღუპულ ნათესავებს პატივი მიაგო

„გრემიოს“ თავდამსხმელმა რიკარდინიომ ბრაზილიის ჩემპიონატში „ინტერნასიონალის“ წინააღმდეგ მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელმა კორონავირუსით დაღუპული მამის რიკარდოს და ბაბუის ხოსე ალფრედოს ხსოვნას პატივი ლამაზი ჟესტით მიაგო.

როდესაც პორტუ–ალეგრის სტადიონზე შუქი მთლიანად ჩაქრა, რიკარდინიომ მოედანი მუხლის ჩოქვით გადაკვეთა.

მოთამაშე სტადიონზე მე-80 წუთზე გამოვიდა და 88-ე წუთამდე ითამაშა. გატანილი გოლი მან დაღუპულ ახლობლებს მიუძღვნა.

https://twitter.com/gustavodearj/status/1394074966312763392


„გრემიომ“ „ინტერნასიონალს“ ანგარიშით 2:1 მოუგო.

ამ სეზონზე რიკარდინიომ 12 მატჩის თამაში და 5 გოლის გატანა მოასწრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დიდი მადლობა ყველაფრისთვის: მერებაშვილი ვისლას დაემშვიდობა

ავსტრალია შესაძლოა დუბაიში ან დოჰაში გადაიტანონ: მიზეზი აქაც კორონავირუსია