გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” NBA-ს მორიგ შეხვედრაში დასავლეთ კონფერენციის ლიდერ “შარლოტ ჰორნეტს” დაუპირისპირდა და უშანსოდ 97:114 დამარცხდა.
მიუხედავად მარცხისა, ქართველი ამ შეხვედრაში გამორჩეული იყო და საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით საუკეთესო გახლდათ. გოგას კვლავ მცირე დრო ჰქონდა და პარკეტზე 10:47 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.
გოგამ საშუალო დისტანციიდან სროლები უნაკლოდ შეასრულა და 3-დან 3 ჩააგდო, პერიმეტრიდან 2-დან 1 სროლა გამოიყენა, საჯარიმოს ხაზთან კი სამჯერ დადგა და კალათში ბურთი ერთხელ მოათავსა. ბითაძეს თავის გუნდელებთან შედარებით ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა – +7.
აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში შედეგიანობის მხრივ გოგამ მაილს ტერნერსა და დომანტას საბონისსაც კი აჯობა.
“პეისერსი“ 21 მოგებითა და 26 მარცხით მე-9 ადგილზე იმყოფება.
გოგას გუნდი მომდევნო შეხვედრას 4 აპრილს, „სან-ანტონიოს“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings