in

ვიდეო: გოგას 22 წუთი, მაგარი დაფარებები და მოგება ვაშინგტონში

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა უშუალო კონკურენტ ვაშინგტონ ვიზარდს მოუგო. მატჩი ამერიკის დედაქალაქში გაიმართა და ფლორიდული გუნდის გამარჯვებით – 116:109 დასრულდა.

ბითაძემ მოედანზე საშუალოზე გაცილებით მეტ ხანს – 21:40 წუთი დაყო. მიუხედავად იმისა, რომ მას სტატისტიკური მაჩვენებლები უხვად არ ჰქონია, მწვრთნელმა ქართველი ცენტრი მოედანზე საკმაო დროით დატოვა, რაც მის სხვა კუთხით სარგებლიანობას ადასტურებს.

ბითაძემ 3 ორქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი, 2 ეფექტური დაფარება და 1 ჩაჭრა დაგროვდა. საუკეთესო იტალიელი პაოლო ბონკერო გახდა 30 ქულითა და 12 მოხსნით.

33 მოგებითა და 44 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში ისევ მე-13 ადგილზეა. მომდევნო მატჩი ფლორიდელებს ორლანდოში, 2 აპრილს, აუტასიდერ დეტროიტთან ელით.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა იქნებოდა პრემიერლიგაში VAR რომ არ ყოფილიყო: ნახე ცხრილი

ვიდეო: მამუკელაშვილის პირველი ორმაგი დუბლი