წარმატებული უქმეები გამოდგა ქართველი მორაგბეებისთვის, საფრანგეთის ტოპ 14-ში გასულ უქმეებზე ორი ქართული ლელო ვიხილეთ. მეორე ტურის შეხვედრაში გელა აფრასიძის და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” თედო აბჟანდაძის, ვასილ ლობჟანიძის, ვანო კარკაძის, ოთარ გიორგაძის და ლუკა ჯაფარიძის “ბრივს დაუპირისპირდა. მატჩი “მონპელიეს” დიდი უპირატესობით წარიმართა და მათ 39:17 მოიგეს.
გელა აფრასიძე “მონპელიეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და მეოთხე წუთზე სწორედ მისი ლელოთი გაიხსნა შეხვედრაში ანგარიში.
“ბრივის” სათადარიგო სკამზე 8 მორაგბიდან 5 ქართველი იყო: თედო აბჟანდაძე, ვასილ ლობჟანიძე, ვანო კარაკაძე, ოთარ გიორგაძე და ლუკა ჯაფარიძე. ლობჟანიძე მოედანზე პირველ ტაიმშივე შევიდა, ხოლო დანარჩენი 4 მორაგბე მეორე ტაიმში ჩაერთო შეხვედრაში. ვანო კარკაძემ მატჩის 68-ე წუთზე ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ ბრივი მაინც დიდი სხვაობით დამარცხდა.
მონპელიემ სეზონში პირველი მოგება იზეიმა. მათ პირველ ტურში ტულონთან ფრედ ითამაშეს. ბრივს ერთი მოგება და ერთი მარცხი აქვს. ქართველებს გუნდმა პირველ ტურში პერპინიანს 36:15 მოუგო.
GIPHY App Key not set. Please check settings