in

ვიდეო: ბურჯანაძის 10 ქულა და 5 მოხსნა ბრძოლაში წაგებულ მატჩში

ბექა ბურჯანაძე სტაბილურად თამაშობს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო საკალათბურთო ლიგაში. საქართველოს ნაკრების ფორვარდი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასული “ლეიმა კორუნა ბასკეტის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა და გუნდი აგებს თუ იგებს, ქართველი ფორვარდი მოედანზე კორუნელთა ერთ-ერთი ბურჯია.

ლეიმა ბასკეტმა პირველივე ტურში სენსაციის დარი შედეგი დასვა – მადრიდის რეალი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. მას მერე კორუნელებმა მოგების გემო აღარ იციან – მესამე მატჩი წააგეს. მორიგ ტურში ლეიმა ბასკეტმა ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ “უნიკახას” უმასპინძლა და ბრძოლაში – 83:90 დამარცხდა.

ბურჯანაძე მასპინძელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ის სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 26:23 წუთი გაატარა. ბექამ 10 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მან 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი და 9-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ქართველის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 13 შეადგინა და ამ შედეგით ის კორუნელთაგან ატუმანე დიანეს ჩამორჩა, რომელმაც 13 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

1 მოგებითა და 3 მარცხით კორუნა ბასკეტი 18-გუნდიან ლიგაში მე-16 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 26 ოქტომბერს, კორუნელები სარაგოსას უმასპინძლებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანამდე დარჩება სანამ ჩვენ გვინდა: ხვიჩას და ნაპოლის მოლაპარაკებები ჯერჯერობით არ გამოდის

ვალენსიამ აუტსაიდერთან წააგო და ბოლოზეა, მამარდამ სამი გაუშვა