in

ვიდეო: ბოლდუინის ბასკონიამ ბურჯანაძის კორუნას მარტივად მოუგო

ესპანეთის ჩემპიონატში წინა, მე-14 ტურის გამოტოვებული მატჩები გაიმართა, რომელთაგან ერთ-ერთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გუნდები შეხვდნენ. ვიტორიაში კამარ ბოლდუინის ბასკონიამ ბექა ბურჯანაძის ლეიმა კორუნას უმასპინძლა და 114:66 სძლია. როგორც ანგარიშიდან ჩანს, ესპანეთის ერთ-ერთმა გრანდმა ისე მოუგო უმაღლესი ლიგის დებიუტანტს, რომ შანსი არ დაუტოვა.

თავიანთ გუნდებში გამორჩეულები იყვნენ ჩვენი ნაკრების მოთამაშეები. ორივე მათგანი სასტარტო ხუთეულში იყო ბოლდვინი სასტარტო ხუთეულში იყო თითქმის თანაბარი დროით ითამაშეს. ბოლდუინმა ბურჯანაძეზე 18 წამით მეტი – 21:32 წუთი ითამაშა და საკმაოდ შედეგიანიც იყო. კამარმა 17 ქულა, 6 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. მან 5-დან 4 ორქულიანი და 5-დან 3 სამიანი ჩააგდო.

რაც შეეხება ბექას, ბურჯანაძემ 3-დან 1 ორიანი, 2-დან 1 სამიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც ჯამში 9 ქულა შეადგინა. მის ანგარიშზე 9 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. მის გუნდში საუკეთესო იუნიო ბარიეტა გახლდათ 18 ქულით, ხოლო ბასკონიაში 24 ქულით ლუვავუ-კაბარო გამოირჩა.

ბასკონიას 7 მოგება და 8 მარცხი აქვს და ცხრილში მე-10 ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი უფრო დაბლა, ცხრილის ბოლო სამეულში იმყოფება. 3 გუნდს – გრანადას, ხირონას და კორუნას 4 მოგების წილ 11 მარცხი აქვთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდამ ვარჯიში განაახლა და შესაძლოა სევილიასთან ითამაშოს

ლოჩოშვილი კარიერას სავარაუდოდ უცხოეთში გააგრძელებს