გამთენიისას, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” NBA-ს მორიგ შეხვედრაში პლეი-ოფში მოსახვედრად მის მთავარ კონკურენტს “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 87:92 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე გატარებულ არასრულ 11 წუთში 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. გოგამ 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 1-დან ერთი 3-ქულიანი, ის მეტოქის წინააღმდეგ 5-ჯერ დაჯარიმდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძის მარგი ქმედების კოეფიციენტი ამ შეხვედრაში +7 იყო.
“პეისერსიდან“ ყველაზე შედეგიანი მაილს ტერნერი აღმოჩნდა, რომელსაც 15 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება ჰქონდა. საბონისს კი 1 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე, მან 9 ქულასთან ერთად 14 მოხსნა გაიფორმა.
ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 3 აპრილს „შარლოტ ჰორნეტსის“ წინააღმდეგ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings