in

ვიდეო: ბითაძის 6 ქულა, 5 მოხსნა და 3 პასი – ორლანდომ ისევ მოიგო

ორლანდო მეჯიქმა, რომლის სასტარტო ხუთეულშიც გოგა ბითაძე თამაშობს, ნბა-ში ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო. მორიგი შეხვედრა ფლორიდელებმა შინ, ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა საბოლოოდ საკმაოდ იოლად მოიპვოეს – 113:96.

ქართველი ცენტრის კლუბი პირველი ტაიმის შემდეგ 8 ქულით აგებდა, თუმცა, დიდი შესვენების შემდეგ, მეტოქეზე გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა და საბოლოოდ 17 ქულის სხვაობით გაიმარჯვა.

ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ბითაძე კვლავ სასტარტო ხუთეულში იყო და 19 წუთში 6 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი ჩაგდო, ბურთი არ დაუკარგავს, ბითაძე სავარაუდოდ გაცილებით ბევრს ითამაშებდა, ადრიანი ჯარიმები რომ არ დაგროვებოდა.

გარდა ამისა, სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა ბითაძეს შემცვლელ მორიც ვაგნერს, რომელმაც 24 წუთში 27 ქულა ჩააგდო და მატჩის გმირიც გახდა. გამოსარჩევია პაოლო ბანკეროს 23 ქულა და 8 მოხსნაც, ბოსტონს კი ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულით ულიდერა.

11 მოგებითა და 5 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება. ფლორიდელები მომდევნო თამაშს 27 ნოემბერს შარლოტ ჰორნეტსთან ჩაატარებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ლევანდოვსკიმ, ტერ შტეგენმა და პედრიმ Marca-სგან წინა სეზონის ჯილდოები მიიღეს: ვინ გახდა MVP

რა ქენი ფაცაცია ეს! ბათუმის დინამო საქართველოს ჩემპიონია